კლასტერის შესახებ

კლასტერის

შესახებ

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ვართ ქართველი მეწარმეების, ინტერიერის დიზაინერებისა და ტრენერების გუნდი, ვინც გთავაზობთ სამრეწველო და კერძო დამკვეთებს ხარისხიანი პროდუქციის და სერვისის ფართო სპექტრს. ჩვენი მიზანია ჯაჭვური ინდუსტრიული თანამშრომლობის ხელშეწყობა, რაც დინამიური, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის რეალობაში ნებისმიერი კომპანიისთვის წარმატების გასაღებია.  

ჩვენ ვაერთიანებთ 30-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს, რომლებიც ძირითადად  „ხელოსნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მდებარეობენ. „ხელოსნების ქალაქი“ წარმოადგენს ავეჯის მწარმოებლებისა და ამ ინდუსტრიის მოთამაშეთა აგლომერაციას ქ. თბილისში, ავჭალაში. ჩვენი ინიციატივა დაიწყო იდეით, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა და დავამყაროთ კომუნიკაცია კომპანიებს შორის, ერთობლივად გადავლახოთ გამოწვევები, რომელთაც ყოველი ჩვენთაგანი აწყდება ინდივიდუალურად.

ამ მიზნის მისაღწევად 2016 წლის დეკემბრიდან დავიწყეთ მუშაობა.პროცესის მსვლელობისას ჩამოყალიბდა ძლიერი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებს შორის.  2017 წლის ივლისში დავარეგისტრირეთ პირველი ქართული ავეჯის კლასტერი, და ახლაუკვე ვმუშაობთ მის გაფართოებაზე თბილისისა და მთელი საქართველოს მაშტაბით. გვსურს, რომ გავაერთიანოდ მთელი ინდუსტრია, ხელი შევუწყოთ მაღალი ღირებულების მქონე ქართული ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის პროდუქტების წარმოებას, გაყიდვებსა და ექსპორტზე გასვლას.

ქართული ავეჯის კლასტერი მზადაა თანამშრომლობისთვის როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ მწარმოებლებთან, რათა ერთობლივად გამოიყენონ ის პირობები, რასაც საქართველო გვთავაზობს   ბიზნეს მეგობრული გარემოთი და სტრატეგიული ადგილმდებარეობით. ასევე ვისარგებლოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით,    რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან, თურქეთთან, ჩინეთთან , EFTA-სადა CIS - თან. მოახლოებული ანაკლიის ღრმა საზღვაო პორტის მშენებლობით,  ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განახლებითა და გაფართოებით, საქართველოს ეძლევა შანსი იქცეს ბიზნესის კეთების რეგიონალურ ცენტრად.
download charter

მისია & ხედვა

ჩვენი მისიაა გავაძლიეროთქართული ავეჯის კლასტერის წევრების  რენტაბელურობა და კონკურენტუნარიანობა შიდა და გარე ბაზრებზე. ჩვენი მიზანია კლასტერის,  როგორც ძლიერი და საკვანძო მოთამაშის პოზიციონირება. ადგილობრივ მთავრობასთან ინდუსტრიის შესაბამის თემებზე დიალოგის წარმართვა. ამავდროულად, ვიქნებით  პროდუქტიული პარტნიორი სამთავრობო უწყებებისა, რომლებიც ორიენტირებულნი არიან კერძო სექტორის განვითარებაზე საქართველოში.



ამოცანები და მიზნები

კლასტერის წევრი კომპანიების გუნდური თანამშრომლობა პოტენციურ კლიენტებთან, მთავრობასა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან.

კლასტერის წევრი კომპანიების ხელმისაწვდომობა სასწავლო პროგრამებზე, როგორც ტექნიკური ცოდნის ასევე უნარების განსავითარებლად.

კლასტერის წევრ კომპანიებს შორის მაღალი ბიზნეს სტანდარტების დაწესება.

კლასტერის წევრების ერთობლივი პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, ერთობლივი პროექტების მართვა.

ინფორმაციებზე ხელმისაწვდომობა: კლასტერის წევრი კომპანიების ცნობიერების ამაღლება სახელმწიფო პროგრამებითან დაკავშირებით. ინფორმაციის მიწოდება ახალ რეგულაციებზე და რეგიონში უკანასკნელი მოვლენების და ბაზრის მონაცემებს შესახებ.

საბჭოს წევრები

პარტნიორები

ევროკავშირი

ევროკავშირის წევრმა-სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს ერთმანეთთან დაეკავშირებინათ საკუთარი ცოდნა, რესურსები და მომავალი. მათ ერთად ააშენეს სტაბილურობის, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების ზონა და ამავდროულად შეინარჩუნეს კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტულობა და ინდივიდუალური თავისუფლებები. ევროკავშირი იღებს ვალდებულებას თავის საზღვრებს მიღმა სხვა სახელმწიფოებსა და ადამიანებს გაუზიაროს საკუთარი მიღწევები და ღირებულებები. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის მიმდინარე ევროკავშირის პროგრამებს. ინიციატივა საშუალებას აძლევს კერძო სექტორს ისარგებლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უპირატესობებით, რომელიც კარს უღებს საქართველოს ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზრისკენ.

GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება

GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) არის მდგრადი განვითარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთაშორისო განათლების სფეროებში მომსახურების გლობალური მიმწოდებელი, სადაც დასაქმებულია 19,506 ადამიანი. GIZ-ს აქვს მრავალი მიმართულებით მუშაობის 50-ზე მეტი წლის გამოცდილება, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ეკონომიკური განვითარება და დასაქმება, ენერგეტიკა და გარემო, მშვიდობა და უსაფრთხოება. ჩვენს მიერ განსაკარგი თანხების მოცულობა 2.6 მლრდ ევროს შეადგენს. როგორც საზოგადოებრივი სარგებლისთვის მომუშავე ფედერალური კომპანია, GIZ-ი ხელს უწყობს გერმანიის მთავრობას, კერძოდ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროს (BMZ), ასევე, ბევრ კლიენტს საჯარო და კერძო სექტორებიდან მსოფლიოს 120 ქვეყანაში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით თავიანთი მიზნების მიღწევაში. GIZ-ი თავის პარტნიორებთან ერთად ეფექტურ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებს, რომლებიც ხალხს უკეთეს პერსპექტივებს სთავაზობს და მდგრადად აუმჯობესებს მათ საცხოვრებელ პირობებს.

სსიპ „აწარმოე საქართველოში“

Ligna ჯგუფი

ლიგნა ჯგუფი არის კონტრაქტორი ავეჯის ექსპერტთა გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროების, საცალო მაღაზიების, ავტომობილების ავეჯის შოურუმის აღჭურვილობას(FF&E). კომპანია სპეციალიზირებულია დიდი მოცულობის და რაოდენობის ევროპული სასტუმროთა ქსელის ავეჯით მოწყობაზე. ლიგნა ჯგუფი თანამშრომლობს ავეჯის 50 მწარმოებელ კომპანიასთან ევროპის მაშტაბით, განსაკუთრებით კი ყველაზე კონკურენტუნარიან მწარმოებლებთან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.