ავეჯის ინდუსტრია საქართველოში

ავეჯის ინდუსტრია საქართველოში

ავეჯის ინდუსტრია

  • საქართველო ახდენს ხის მასალებისა და ხის ავეჯის ნაწილების  95მლნ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტსა და 27 მლნ აშშ დოლარის ღირებულების  ექსპორტს (HS44)
  • საქართველოში იმპორტირებული მზა ავეჯის ღირებულება შეადგენს 127 მლნ აშშ დოლარს და ექსპორტზე გასული 2 მლნ აშშ დოლარს. (HS95)
  • ექსპორტში დომინირებს აზერბაიჯანული მსხვილი კომპანია „ემბავუდი“
  • ცხოველების ავეჯის ექსპორტი ევროპის ბაზარზე 7 მლნ აშშ დოლარის მოცულობისაა, მაგრამ ნაწილდება რამოდენიმე პროდუქტის კატეგორიაში. აქაც ერთი დომინანტი ექსპორტიორია, შპს „ჯორჯიან ფროდაქთს“

მასიური ხის იმპორტი

$95M

თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა, გერმანია, ბელორუსია

ცხოველების ავეჯის ექსპორტი

$7M

გერმანია, ჰოლანდია, ბელგია

მასიური ხის ექსპორტი

$20M

ირანი, სასომხეთი

ავეჯის ექსპორტი

$220M

აზერბაიჯანი, თურქეთი

ინდუსტრიის მიმოხილვა

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ავეჯის წარმოების საშუალო წლიური ზრდა შეადგენს 16.5%
3000 ინდუსტრიის მუშაკს აქვს საშუალო თვიური ხელფასი 220 აშშ დოლარი. მონაცემები არ გულისხმობს ინდუსტრიაში თვითდასაქმებულ ხელოსნებს
მეტი მუშახელი და ნაკლები ხელფასი წინაპირობა შრომის ბაზრის ზრდის
2012 წლიდან დაემატა გაზრდილი ღირებულება
შესაბამისი მაჩვენებელი ბრუნვაში აღწევს 18.9%

ქართული ავეჯის SWOT ანალიზი ევროპის ბაზარზე

სიძლიერეები

მნიშვნელოვანი რაოდენობა ავეჯის მწარმოებლებისა დაძლევს ექსპორტის მაშტაბებს
ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანიის ექსპორტზე გასვლის წარმატებული მოდელი
DCFTA- ს მიერ ნებადართულია წარმოებაში უცხოური მასალების გამოყენები (40-50%), რაც იმას ნიშნავს, რომ მასიური წარმოება შეზღუდული აღარ იქნება
გადამუშავებული ხის რესურსის სიუხვე
DCFTA- ს სატარიფო ფასდაკლება არ წარმოადგენს არსებით სხვაობას პირველად შენატანზე, შედარებით დაბალი ტარიფის გათვალისწინებით მესამე ქვეყნებისთვის
ქართული ავეჯის კლასტერი წარმოადგენს ერთ სივრცეში მომუშავე მეწარმეებს
ადგილობრივად ნაწარმოები ღრუბელი, რომელიც რბილი ავეჯისთვის გამოიყენება, ხელმისაწვდომია
ავეჯის მთავარ ექსპორტიორებთან შედარებით (ევროკავშირი, ჩინეთი), იაფია მუშახელი და ელექტროობის ღირებულება, რაც ზრდის კონკურენტუნარიანობის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნედლეული იმპორტირებულია.

შესაძლებლობები

საბაზრო ნიშა ავეჯის ნიჭიერი დიზაინერებისთვის, ვინც ელექტრონულად აწარმოებს საცალო ვაჭრებას თავისი პროდუქციით ევროკავშირში
კონტრაქტის გაფორმების შესაძლო კონკურენტული უპირატესობა ევროკავშირის ავეჯის ბაზარზე
შესაძლო მოთხოვნა კონტრაქტით მუშაობაზე და კონკრეტული ავეჯის აქსესუარების ბრენდირებაზე

ინდუსტრიის შესაძლებლობები

მოკლევადიანი
გამოცდილების შეძენა ადგილობრივ ბაზარზე იმპორტიორ კომპანიებთან კონკურენციით:
• საქართველოში სტაბილურად მზარდი ტურიზმისა და უძრავი ქონების ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კონტრაქტების გაფორმება ავეჯით უზრუნველყოფაზე.
• საცალო ავეჯის წარმოების პილოტირება ადგილობრივი დიზაინით
საშუალოვადიანი
პარტნიორი მწარმოებლების და კერძო ბრენდირების კონტრაქტების მოზიდვა ევროკავშირიდან
ევროკავშირის ტენდერებში გამარჯვების შესაძლებლობა, ევროკავშირში ცნობილ მოთამაშეებთან პარტნიორობა (აღმოსავლეთ ევროპა)
უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შექმნილ პროდუქტებზე, განსაკუთრებით საექსპორტოდ წარმოებული ავეჯის აქსესუარებზე და ფურნიტურაზე.
გრძელვადიანი
ქართული ავეჯის ბრენდის შექმნა

სტრატეგია

ადგილობრივი ბაზრის ათვისება
ნოუ-ჰაუს განვითარება და გამოცდილება
ბრენდის შექმნა