ღვინის საპრეზენტაციო ავეჯის კოლექცია

24.04.2018
პრეს-რელიზი

2017 წლის 21 მარტს, გალერეაში „ქართული ავეჯის ანდერგრაუნდი“  ჩატარდება მიღება, სადაც თავს მოიყრიან ქართული ავეჯის ინდუსტრიის წარმომადგენლები და საერთაშორისო საზოგადოება. გალერეის საგამოფენო სივრცე დაეთმობა ქართული ავეჯის ანდერგრაუნდის იდეის გარშემო გაერთიანებული დიზაინერების ნამუშევრებს. მიღებაზე ასევე გამოიფინება ქართველი ავეჯის დიზაინერების საკონკურსო ნამუშევრები თემაზე - „ღვინის საპრეზენტაციო ავეჯის კოლექცია“, გამოვლინდებიან კონკურსში გამარჯვებული ავტორები.

 

ღონისძიებას გახსნის ევროპის ერთერთი ყველაზე წარმატებული ბულგარული ავეჯის კლასტერის ხელმძღვანელიქ-ბნ ჟენევევა ქრისტოვა. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ქართული ავეჯის ანდერგრაუნდის იდეას და პირველი ქართული კლასტერის „ხელოსანთა ქალაქის“ კონცეფციას.

 

ღონისძიების მხარდამჭერია პროექტი  - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA

საქართველოში“, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.  

 

დიზაინერული იდეების კონკურსი ჩატარდა ქართული ავეჯის კლასტერის „ხელოსანთა ქალაქი“ ორგანიზებით და მიზნად ისახავდა ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და დაკავშირებას  წარმოების პროცესთან. პროექტი, „ხელოსანთა ქალაქთან“ ერთად, გამარჯვებული დიზაინერული იდეების პროტოტიპების შექმნის საქმეში მხარდაჭერას გაუწევს ავეჯის იმ დაინტერესებულ მწარმოებლებს, რომლებიც თანამშრომლობის  საუკეთესო პირობებს შესთავაზებენ დიზაინერებს. გამარჯვებული დიზაინერული იდეების ავტორები ისარგებლებენ პროექტის მხარდაჭერით, რაც პირველ ეტაპზე გულისხმობს მათი და მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების პოპულარიზაციას.  

 

„ხელოსანთა ქალაქი“ ავეჯის ინდუსტრიაში მომუშავე საწარმოების გეოგრაფიულ აგლომერაციას -ეგრედწოდებულ კლასტერს წარმოადგენს, რომელიც თბილისის კონიაკის დასახლებაში მდებარეობს.  

„ხელოსანთა ქალაქი“ ამჟამად 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული და 170 მცირე და საშუალო ავეჯის დარგში მომუშავე კომპანიას იტევს, სადაც 1200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

 

ქართული ავეჯის ანდერგრაუნდი წარმოადგენს ავეჯის გალერეას, სადაც თავმოყრილია ახალბედა და გამოცდილი ქართველი ავეჯის და ინტერიერის დიზაინერების საგანგებოდ შერჩეული ნამუშევრები. ანდერგრაუნდის კონცეფცია ითვალისწინებს ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და დაკავშირებას ერთ კრეატიულ სივრცეში.

აგრეთვე ნახეთ