ქართული ბრენდის განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე გატანა

28.06.2018
პრეს-რელიზი

28 ივნისი, 2018 წ. ქ. თბილისი - მცირე ხნის წინ დაარსებული ქართული ავეჯის კლასტერი (GFC) გეგმავს გაფართოვდეს, როგორც შესაბამისი სექტორების მიმართულებით, ისე გეოგრაფიულად. ამ მიზნით, კლასტერი გამართავს სამუშაო შეხვედრას (ვორკშოფს), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კლასტერის ამჟამინდელი წევრები და ასევე სამთავრობო დაინტერესებული მხარეები და ავეჯის წარმოების სექტორის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილება კლასტერის მიმდინარე საქმიანობა და ამ

პლატფორმის განვითარებისა და განმტკიცებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები.
ღონისძიება იმართება 28 ივნისს, 13:00-დან 17:00-მდე, ტექნოპარკში (ინოვიაციებისქ. 7, ოქროყანა) და მას საერთაშორისო ექსპერტები გაუძღვებიან. ღონისძიების მხარდამჭერებია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) დასსიპ „აწარმოე საქართველოში“ - ორი სამთავრობო უწყება, რომლებიც ქართული კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით მუშაობენ. ორივე უწყებას კლასტერი განიხილავს, როგორც მთავარ პარტნიორებს თავისი განვითარების პროცესში. ბ-ნიზვიად ქვლივიძე,სსიპ-ის „აწარმოესაქართველოში“ დირექტორის მოადგილე,მისასალმებელი სიტყვით მიმართავს შეხვედრის მონაწილეებს. 

შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებ სსაერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაციებს - ქ-ნიჯენოვევა ხრისტოვა, ბულგარეთის ავეჯის კლასტერს ხელმძღვანელობს და უშუალოდ ჩართულია საქართველოს ავეჯისკლასტერის დაარსება-განვითარებაში; ბ-ნი ჯონ მარი, კომპანია „Growthclusters“-ს (დიდი ბრიტანეთი) წარმოადგენს, ხოლო ბ-ნი მირკო ტატარინი, „Lagos Design Studio“-ს დირექტორი და დიზაინი სცნობილი ინსტიტუტის ISIA Firenze“-სპროფესორია (იტალია). ექსპერტები ისაუბრებენ ქართული ავეჯის კლასტერის ამჟამინდელ სტატუსზე და მის პერსპექტივებზე, ევროკავშირის ახალ დღის წესრიგზე კლასტერების განვითარების კონტექსტში, ინდუსტრიული დიზაინის პროდუქტებსა და სტრატეგიებზე. ორგანიზებული იქნება აგრეთვე თემატური სამუშაო ჯგუფები ქართველი მწარმოებლების, დიზაინერებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც განიხილება ქართული ბრენდის განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გატანის საკითხები.

ერთ-
ერთი პრეზენტაცია შეეხება პროდუქტის შექმნასა და ბრენდირებას დიზაინის მეშვეობით 
ჩვენ გავიცანით პერსპექტიული დიზაინერების და ავეჯის მწარმოებლები საქართველოში და 
გვინდა დავეხმაროთ მათ პროდუქციის დიზაინის დახვეწაში, რაც მათ საექსპორტო ბაზრებზე 
წვდომას შეუწყობს ხელს“, ამბობს ჯენოვევა ხრისტოვა.

ქართული ავეჯის კლასტერი აერთიანებს კომპანიებს, პროფესიონალებს, დიზაინერებსა დასტუდენტებს, რომლებიც ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, სათამაშოების წარმოებისა და სხვა მომიჯნავე სექტორებში მოღვაწეობენ. აღნიშნული ქსელი წევრებს ბიზნესის განვითარების სერვისებს სთავაზობს. კლასტერი ამჟამად 30-ზე მეტ წევრს აერთიანებს და ავჭალაში მდებარე „ხელოსანთა ქალაქის“ ტერიტორიაზე არის განთავსებული.

კლასტერი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში დაარსდა, რომელსაც GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება.

პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის ამ ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის  შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.

 

აგრეთვე ნახეთ