უკან წევრების გვერდზე

designtbilisi

* counterdesign

11 e.tartishvilis st
more@designtbilisi.ge 995577482457

შესახებ

რესურსი “დიზაინთბილისი” 2010 წლიდან აწარმოებს მედიატორული მონაცემების კონტრიბუციას დიზაინის, არქიტექტურისა და ვიზულური ხელოვნების სფეროებში მიმდინარე პროცესებზე. 2012 წლიდან პერიოდულად იბეჭდება პუბლიკაციები. 2017-2020 წლებში რესურსი განახლებული ფორმატით განაგრძობს პერიოდული გამოცემის წარმოებას ბეჭდურ და ციფრულ პლატფორმებზე. პერიოდიკის გამოცემა როგორც ინტერნეტ ისე ბეჭდურ მედიაში ხდება კალენდარული პრინციპით რაც გულისხმობს: ინტერვიუების ჩაწერას სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, რომლებიც განიხილავენ ქვეყანაში განვითარებულ შემოქმედებით გარემოს; ასევე შემოქმედებითი პროცესების ობიექტურ გაშუქებას; მედიატორული კომუნიკაციის დანერგვას მათთან ვინც გარკვეული მიზეზების გამო საზღვარგარეთ ცხოვრობს და სხვა საკითხებს. გრაფიკული დიზაინის, ინტერიერის დიზაინის, ინდუსტრიული დიზაინის, ურბანული დიზაინის, არქიტექტურის და ხელოვნების სხვა სფეროებში მიმდინარე ტენდენციების გაცნობას. პლატფორმის პრიორიტეტია ადგილობრივ დიზაინერებზე, კომპანიებზე, წარმოების საშუალებებზე მონაცემთა შემატება და სრულყოფა. დიზაინ კომპანიებზე ინფორმაციის მოპოვება და შესაძლებლობების აღრიცხვა, მნიშვნელოვანია ბეჭდური პერიოდიკის გამოცემა და ინფორმაციული სანიტარიის უზრუნველყოფა. გამოცემების ერთ ერთი მნიშვნელოვანი თემატიკა არის სახელოვნებო სასწავლებლების პროგრამების გაშუქება და სტუდენტების პროექტების გამოქვეყნება. განახლებული გამოცემის კონტრიბუტორები არიან სხვადასხვა დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები. დიზაინთბილისი როგორც პლატფორმის პრიორიტეტია წარმოების საშუალებების დიფერენციაცია და მათზე მარტივად ხელმისაწვდომობის მექანიზმის ამუშავება.

სხვა წევრები